Sunday, March 30, 2014

დღე მეოთხე

ტრენინგი დავიწყეთ ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების დახვეწით.
კითხვები გადავიტანეთ პროექტის გეგმის შაბლონში.
ბლოგზე დავამატეთ ფურცელი "პედაგოგების ბლოგები".
გავეცანით პროექტის შეფასების სისტემას და დროის ჩარჩოს სქემას.

მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები

ზოგადი კითხვა:

  • რა გვეხმარება სამყაროს შემეცნებაში?

თემატური კითხვები: 

  • რატომ უნდა ვიცოდეთ ფართობის გამოთვლა?
  • ჩამოთვალეთ სიტუაციები სადაც საჭიროა ფართობის გამოთვლის ცოდნა.

შინაარსობრივი კითხვები:


  • როდის გახდა საჭირო ფართობის გამოთვლა?
  • ფიგურის რომელი ელემენტები უნდა ვიცოდეთ რომ გამოვთვალოთ ფართობი?
  • როგორ გამოვთვალოთ სხვადასხვა ფიგურის ფართობი?
  • როგორი ფიგურებია ტოლდიდი?
  • ფართობის საზომ რომელ ერთეულებს იცნობთ?

Saturday, March 29, 2014

დღე მესამე

 განვიხილეთ საინფორმაციო ბროშურები. 
 ვიმუშავეთ ჯგუფებში პროექტისთვის ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების  შედგენაში. კითხვები განვიხილეთ ტრენერთან ერთად და მივიღეთ საჭირო რჩევები.

დღე მეორე

შევქმენი ბლოგი "ფართობი". ვიმუშავე მის დიზაინსა და ორგანიზებაზე.
დავიწყეთ საინფორმაციო ბროშურის მომზადება.

დღე პირველი


შეხვედრა დაიწყო გაცნობით.
გავიცანით ტრენერი გიორგი არავიაშვილი.
გავეცანით ინტელის ტრენინგის შინაარსს და მიზნებს.
ვიმუშავეთ ელექტრონულ სახელმძღვანელოზე.
დავიყავით ჯგუფებად, გავეცანით სასწავლო პროექტებს და წარმოვადგინეთ პრეზენტაციები.
პირველი დღე ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი აღმოჩნდა.