Sunday, April 13, 2014

ტრენინგის შეჯამება

 ტრენინგი დასრულდა.  ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე, კერძოდ
  • როგორ დავგეგმო და განვახორციელო პროექტები;
  • როგორ შევქმნა სასწავლო ნიმუშები;
  • როგორ გავუკეთო მონიტორინგი მოსწავლეთა სწავლების პროცესს;
  • როგორ გავუკეთო ფასილიტაცია მოსწავლეებს;
 ტრენინგის პროცესში დავხვეწეთ ელექტრონული პრეზენტაციების და საგამომცემლო პროგრამებში მუშაობა

  დიდი მადლობა ტრენერს გიორგი არავიაშვილს.




დღე მეცხრე

  ტრენინგის ბოლო დღეა.
ვისწავლეთ როგორ გავუწიოთ ფასილიტაცია ტექნოლოგიებით მოსწავლის სასწავლო პროცესს. შევქმენით ფასილიტაციის ნიმუში.
  შესვენების შემდეგ პედაგოგებმა წარმოადგინეს თავიანი პროექტის პრეზენტაცია.
  წარმოდგენილი პროექტები ძალიან საინტერესო იყო.
 

Saturday, April 12, 2014

დღე მერვე

შევქმენით შეფასების რუბრიკები.
მასალები ავტვირთეთ პორტფოლიოში.

ვიმუშავეთ პროექტის გეგმის დახვეწაზე. დიდი დრო დავუთმეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმაში შეფასების ფორმების შერჩევას და გამოყენების თანმიმდევრობის დადგენას.

Friday, April 11, 2014

ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე?

ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე?

დღე მეშვიდე

   ტრენინგი პედაგოგოგების მიერ მომზადებული გაზეთების პრეზენტაციით დაიწყო. წარმოდგენილი მასალები მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. 
   ბლოგს დავამატეთ ახალი ფურცელი "პორტფოლიო" და პროექტის მასალები ავტვირთეთ. 
    ვიმუშავეთ სახელმძღვანელოზე. განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები. შევქმენით შეფასების ფორმა "ვიცი, მინდა ვიცოდე, რა ვისწავლე?" 

დღე მეექვსე

ტრენინგი დაიწყო პრეზენტაციების განხილვით. 
სახელმძღვანელოდან გავეცანით საავტორო უფლებების დაცვის მექანიზმებს.
მოვამზადეთ სასკოლო გაზეთის ჩეკლისტი. 

დღე მეხუთე

დღეს უნდა შევქმნათ პრეზენტაცია PowerPoint_ში.
ამისათვის ჯერ დავგეგმე ჩემი სასწავლო პროექტის პრეზენტაცია, შემდეგ შევქმენი პრეზენტაციის მონახაზი და მოვამზადე ძირითადი ელემენტები. გავითვალისწინე ტრენერის მიერ წარმოდგენილი ძირითადი კომპონენტები და მითითებები. პედაგოგებმა გავცვალეთ მოსაზრებები.
პრეზენტაციის მომზადება ძალიან საინტერესო იყო.